სსიპ - თელავის მუნიციპალიტეტის სოფლ ფშაველის
საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის
არჩილ ხუტუაშვილის მიერ, დამატებით საგანმანათლებლო რესურსად IX და X კლასის და პირადი
სურვილის გათვალისწინებით XI
- XII
მოსწავლეებისათვის შეთავაზებულ იქნა პორტალ
,,სამოქალაო განათლება ყველასათვის“ https://www.civiceducation.ge/ka/lessons _ზე განთავსებული რესურსები, რომელიც კომპაქტურად, თემატურად, საინტერესოდ და
ხელმისაწვდომად არის განთავსებული ერთ სივრცეში, სამოქალაქო განათლების ცნობიერების
და ცოდნის ასამაღლებლად. აღნიშნულ საიტზე წარმოდგენილი თემატიკა დაყოფილია თავების
(თავი1, თავი2, თავი3)
სახით, თითოეული თავი აერთიანებს გარკვეული რაოდენობის გაკვეთილებს. (ქვემოთ, გეგმის სახით წარმოგიდგენთ თავების და თემების
მიხედვით შედგენილ ბადეს იხილეთ დანართი #1).
საიტზე რეგისტრაციის შემდგომ მოსწავლეს ეძლევა
საშუალება და შესაძლებლობა მოამზადოს გაკვეთილის ფორმატში შემოთავაზებული თემა, როგორც
თანმიმდევრულად, ისე მასწავლებლის მიერ კონკრეტული თავის და გაკვეთილის მითითებით ან
პირადი მისთვის საინტერესო თემის ინტერესისა
და სურვილის გათვალისწინების მიხედვით. ნებისმიერ
შემთხვევაში მოსწავლე ეცნობა გაკვეთილს, იაზრებს მის შინაარსს და გაკვეთილის ბოლოს
მას აქვს შესაძლებლობა შეასრულოს შეთავაზებული სავარჯიშო #1 და სავარჯიშო #2 თითოეული
მათგანი შედგება რამოდენიმე საკითხისაგან რომელიც გამომდინარეობს კონკრეტული, მომზადებული
და გაცნობილი თემიდან.
(ფოტო
საიტიდან - მოსწავლეთა რეგისტრაციის შესახებ).
აღნიშნულ საიტზე მიმდინარეობს ოლიმპიადა რომლის მიზანია:
,,სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ადამიანის უფლებების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის დონის ამაღლება".
ოლიმპიადის პირობების გაცნობის შემდგომ ჩემმა მოსწავლეებმა:
ნინო ბორშოიძე - IX კლასი
რატი ზათიაშვილი - IX კლასი
გამოთქვეს სურვილი მონაწილეობის მიღების, გავიარეთ მარტივი რეგისტრაციის პროცედურა და შევუდექით საოლიმპიადო მზადებას, მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილებს თავების მიხედვით კვირის მანძილზე 5 გაკვეთილის მომზადების შემდგომ, სისტემა ავტომატურად უგზავნის მომზადებული გაკვეთილებიდან საოლიმპიადო კითხვებს. გარდა საიტზე მოცემული გაკვეთილებისა მათთვის შევარჩიე
ოლიმპიადის
პირობების გაცნობის შემდგომ მოსწავლეებმა: ნინო ბორშოიძე (IX კლასი); რატი ზათიაშვილი (IX კლასი); გიორგი წელაური (IX კლასი); მარიამ არჩემაშვილი (X კლასი); გამოთქვეს სურვილი მონაწილეობის მიღების.
მათი ოლიმპიადაში მონაწილეობის რეგისტრაციის შემდგომ ფასილიტაციას ვუწევ, ვავძლევ მითითებებს
და მაქვს მოლოდინი ორეტაპიანი ოლიმპიადის პირველ ტურს წარმატებით გაივლიან, ასევე მეორე ტურშიც იასპარეზებენ, სადაც მათ მოუწევთ ოლიმპიადის პირობების გათვალისწინებით
,,მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს, ოლიმპიადის ორგანიზატორის მიერ მიეცემათ წერითი
დავალება, დაწერონ ესე ადამიანის უფლებების შესახებ“. აქედან გამომდინარე ყურადღებას ვამახვილებთ აღნიშნული თემის ირგვლივ.
დამატებით რესურსის სახით ვიძიებთ როგორც ბეჭდური გამოცემის ისე ინტერნეტ სივრცეში
არსებული მასალებს.
(ფოტოზე აღბეჭდილია IX კლასის მოსწავლე - ნინო ბორშოიძის
ოლიმპიადაში მონაწილეობის მზაობის პროცესი - რეგისტრაცია).
ოლიმპიადის I ტური გაგრძელედება 2019 წლის 15 აპრილამე.
ოლიმპიადის II ტური გაიმართება არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა ქალაქ თბილისში.
II ტურში გამოვლინდება I, II და III ადგილებზე გასული მოსწავლეები.
ოლიმპიადის II ტურში გადასულ მოსწავლეებს გარდა სერთიფიკატებისა, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები, ხოლო სამ გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.
ასევე დაჯილდოვდება I ტურში, I ადგილზე გასული მოსწავლის - მასწავლებელი (თუ ის რეგისტრირებულია ვებ.გვერდზე და მოსწავლეს საკუთარ მასწავლებლად ჰყავს მითითებული).
სასწავლო გაკვეთილები მოცემულია ბადეში, თავების მიხედვით.
საოლიმპიადო საკითხები იქნება აღნიშნული გაკვეთილებიდან.
ოლიმპიადის I ტური გაგრძელედება 2019 წლის 15 აპრილამე.
ოლიმპიადის II ტური გაიმართება არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა ქალაქ თბილისში.
II ტურში გამოვლინდება I, II და III ადგილებზე გასული მოსწავლეები.
ოლიმპიადის II ტურში გადასულ მოსწავლეებს გარდა სერთიფიკატებისა, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები, ხოლო სამ გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.
ასევე დაჯილდოვდება I ტურში, I ადგილზე გასული მოსწავლის - მასწავლებელი (თუ ის რეგისტრირებულია ვებ.გვერდზე და მოსწავლეს საკუთარ მასწავლებლად ჰყავს მითითებული).
სასწავლო გაკვეთილები მოცემულია ბადეში, თავების მიხედვით.
საოლიმპიადო საკითხები იქნება აღნიშნული გაკვეთილებიდან.
I თავი შედგება - 16 გაკვეთილისაგან
II თავი შედგება - 8 გაკვეთილისაგან
III თავი შედგება - 9 გაკვეთილისაგან
საერთო ჯამში სულ 33 გაკვეთილია მოცემული
ბადეში გაკვეთილის თემაზე დაწკაპებით გადავდივართ მოცემულ გაკვეთილზე გასაცნობად.
No comments:
Post a Comment